War update: 312 clashes on front lines over past day, Pokrovsk axis most active
Russian army loses 1,250 troops in war against Ukraine over past day
Ukrainian Air Force shows F-16 shooting down Shahed drone
Russians face growing difficulties accessing high-speed internet – intelligence
Finland allocates €3M to support UN Women in Ukraine initiative
AFU soldiers capture 11 Russian servicemen in Zaporizhzhia sector
German charity Ukraine-Hilfe sends over €10M in humanitarian aid to Ukraine
Defense Forces destroy self-propelled artillery in Pokrovsk, which Russians planned to use to cover assault

ფრთებმოჭრილი და სიხარულწართმეული სტუდენტები

26.04.2021 ნახვები: 1565

ავტორი: გურამ ლურსმანაშვილი

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ევროპული უნივერსიტეტიდან, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი მივიღე, რასაც თან რამდენიმე ასეული მილოცვაც მოჰყვა ნაცნობებიდან და საერთოდ უცნობებიდანაც კი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, მაგრამ მწუხარების მომგვარა. რატომ?

თბილისის სასულიერო სემინაიაში ჩემი სწავლის პერიოდში (2012-2016 წწ.) ათობით ახალგაზრდა შეიძლებოდა ამოგერჩიათ - სწავლით, ნიჭიერებით, მონდომებით, ენთუზიაზმით და ა.შ. ყველა იმ სათნოებით, რაც თანამედროვე ახალგაზრდასა და სტუდენტს შეიძლება ახასიათებდეს. სემინარიის შემდეგ ორი უცხოური უნივერსიტეტი დავამთავრე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ბიჭები წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების თეოლოგიური განყოფილებების აუდიტორიებს დაამშვენებდნენ და სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგებოდნენ.
სამწუხაროდ, იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეტური ფრაზებია და ეს ბიჭები იქ არ არიან, სადაც ყოფნას შეძლება მე ვისურვებდი, ან სადაც თავად უნდოდათ ყოფილიყვენ, როდესაც სემინარიაში ჩაბარება გადაწყვიტეს.

ვიღაცა იტყვის ახლა, რომ მათ ,,ხელი არ შეუწყესო." გარკვეულწილად ასეცაა, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლია ახალგაზრდას უცხოეთში განვითარდეს, ოღონდ ,,ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს საქართველოდან." დიახ, ამ ბიჭებს ,,ხელის შეწყობა" არ სჭირდებოდათ, ოღონდაც ,,ხელი არავის არ შეეშალა."

ჩემს მიერ ნახსენები იმ ათეულობით გამორჩეული სტუდენტისგან რამდენიმეა დარჩენილი თეოლოგიური კვლევისა თუ ზოგადად საეკლესიო სივრცეში და მათი მომავალიც მთლად ნათელი არაა. სხვები კი (მგონი უმეტესობა) საერთოდ ჩამოშორდნენ ამ სფეროს და ახალ პროფესიებსა თუ რეალობებში დაიწყეს საკუთარი ძალების მოსინჯვა. მათი ნიჭიერების, მონდომებისა და წესიერების მჯერა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ახალ პროფესიებსა თუ სფეროებში წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ ამით საქართველოს ეკლესია და ქართული თეოლოგია მოიგებს რამეს? მეეჭვება. მათ ადგილებზე (აუდიტორიებში, კათედრებზე თუ სხვაგან) მათზე ბევრად ნაკლებად ნიჭიერი, ნაკლებად გულანთებული, ნაკლებად განათლებული და ნაკლებად პრინციპული ხალხი დასხდებიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ,,ადგილებზე" რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ.

ასეთები აქამდეც ბევრი გვყავდნენ და კიდევ გვეყოლებიან, აი ისეთების შეძენა კი მეეჭვება, რომლებმაც უბრალოდ საკუთარი ადგილი ვერ დაინახეს ამ სივრცეში, ამ ინტრიგებში, ამ გულქვაობასა და დაუნდობლობაში. ისინი სიხარულით, იმედებით, ენთუზიაზმითა და ფრთებით შემოვიდნენ და სევდიანებდა და ფრთებდაჭრილებმა დატოვეს აქაურობა. მგონი სამუდამოდ. ვინაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?

კეთდება კი რამე ამგვარი ტრაგედიების (დიახ, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ნამდვილად ტრაგედიაა) პრევენციისთვის? არა. არც მიკვირს, რაში ჭირდება სისტემას პრინციპული, სუფთა და განათლებული ახალგაზრდები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა