კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

კიევზე სარაკეტო დარტყმა გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს განხორციელდა

ნახვები: 542 კიევზე სარაკეტო დარტყმა გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს განხორციელდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კიევზე სარაკეტო დარტყმა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ვიზიტის დროს განხორციელდა.

"სარაკეტო დარტყმები კიევის ცენტრში ანტონიო გუტიერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა. 1 დღის წინ ის კრემლში გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებები მოხდა. [მისალოცი] ბარათი მოსკოვისგან? გაიხსენეთ, რატომ იკავებს რუსეთი ამ დრომდე ადგილს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში?", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, კიევში ორი აფეთქება მოხდა. მოგვიანებით ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომაც დაადასტურა. მისი თქმით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. 

ცნობისთვის, დღეს კიევში ბულგარეთის პრემიერმინისტრიც იმყოფებოდა. 

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა