MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

SD: გაჩერებულ ბლექ სი არენას მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელების დახმარებას

ნახვები: 538 SD: გაჩერებულ ბლექ სი არენას მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელების დახმარებას

ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, 2021 წლის მხოლოდ 8 თვეში, დაცარიელებულ ბლექ სი არენას მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის გაიმეტა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით ბლექ სი არენას სუბსიდიამ 2021 წლის 8 თვის განმავლობაში 3,268,000 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ 8 თვის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება დაახლოებით იმდენია რამდენიც ბლექ სი არენამ მთლიანი წლის განმავლობაში მიიღო სახელმწიფოსგან, 2020 წელს.

კომპანიისთვის გაცემული სახელმწიფო სუბსიდია წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2020 წელი - 3,518,000 ლარი

2019 წელი - 9,500,000 ლარი

2018 წელი - 7,755,629 ლარი

2017 წელი - 11,944,998 ლარი

შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სულ მცირე 3 მილიონზე ლარზე მეტი იხარჯება ბლექ სი არენას ცარიელი საკონცენტრო დარბაზის მოვლა პატრონობასა და იქ დასაქმებულ დაახლოებით 121 ადამიანის შენახვაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება შეძლო.

2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი, ბლექ სი არენა ჯორჯია, სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში ღონისძიებების ორგანიზებაა, ამისთვის კი შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტები აღარ ჩატარებულა. ბოლო რამდენიმე წელია, ბლექ სი არენა წელს ზარალით ასრულებს. მიუხედავად ამისა კომპანია ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის სუბსიდიას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც შენობის შანახვასა და დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება. მაგალითად, ბერა ივანიშვილის მეჯვარე და ახლო მეგობარი ამიკო ჯანელიძე ბლექ სი არენას დირექტორის მოადგილეა და მისი ხელფასი თვეში 6,250 ლარს შეადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა