თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას-გიული ალასანია

ნახვები: 606 გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას-გიული ალასანია

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები არ ვიცი, რადგან სამწუხაროდ, ვერ ვნახულობ; გადაადგილების პრობლემა აქვს და ეს მოსალოდნელიც იყო, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილთან დაკავშირებით საუბრისას.

ალასანიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოხდება.

„არავითარი ინფორმაცია არ მაქვს მიშაზე. იქ შესვლის საშუალება არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ გასეირნებაზე უარს ამბობს. ეს არის ძალიან მძიმე პროცედურა, ბორკილებს ადებენ ხელზე, მერე გზაში რა მოხდება კიდევ, არავინ იცის. ამას წინათ, მაგალითად, მის ადვოკატს დაესხა თავს ერთი ადამიანი. მავთულხლართები და ყველაფერი ეს მის ნერვულ სისტემას ძალიან აზიანებს. ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას, რადგანაც, ექიმები ამბობენ, რომ აქ, საქართველოში ამ დაავადების განკურნების შესაძლებლობა არ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, შეკითხვაზე, როგორც მშობელი, თუ მოუწოდებს მას წამლების მიღებას, ალასანიამ განაცხადა: „არა, მე ვერაფერს მოვუწოდებ, რადგანაც არ ვიცი, რა წამლებზეა საუბარი; არ ვიცი, რამდენად სამკურნალოა ეს წამლები“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა