გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფოდ ჩარევას საჭიროებს

02.05.2022 ნახვები: 633

 მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფოდ ჩარევას საჭიროებს. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა განაცხადა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია არა გამოჯანმრთელებაზე, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებაზე.

„როგორც ხედავთ დღეს ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე მოსვლა, ის ძალიან დაუძლურებულია, სრულიად გამოფიტული, გადაადგილება შეუძლებელია, სართულებზე გადაადგილებაზეა საუბარი და შენობის გარეთ გასვლაზე საერთოდ ლაპარაკიც არაა. ვვარაუდობთ, რომ პაციენტის მდგომარეობა სასწრაფოდ საჭიროებს ჩარევას, რაც გულისხმობს დაუყოვნებლივი მკურნალობის დაწყებას, გადასხმებს, უნდა შეივსოს ტრანსფუზიით ის ნაკლებობა, რაც მას გააჩნია, უნდა მოხდეს მისი დეზინტოქსიკაცია, ასე უნდა გადაესხას საკვები, რადგან ის ვერ იღებს საკვებს და ერთადერთი გზა მისი გამოკვებისა არის, რომ გადაესხას საკვები სითხეები მათ შორის ცილის შემცველი საკვები სითხეები, რომლის სერიოზული დეფიციტი აქვს პაციენტს. ეს ჩარევა ემსახურება იმას, რომ პაციენტის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული, აქ ლაპარაკი არაა გამოჯანმრთელებაზე, ლაპარაკი არის სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ჩვენ მის გადაყვანას ვითხოვთ, მაგრამ სასამართლომ განაცხადა, რომ შემდეგი მოსმენა იქნება 20 მაისს, რაც სრულიად წარმოუდგენელია, რადგან 20 მაისამდე რა მოხდება, არავინ იცის. ვეჭვობ, თუნდაც 20 მაისს შეძლოს სასამართლოზე გამოცხადება. შეეძლოთ მათ ჩვენი მოსმენა, მაგრამ მათ ითხოვეს წერილობით დადასტურება, ამას კიდევ დრო სჭირდება, დრო იკარგება“, – განაცხადა ექიმმა.

ლალი ჯავაშვილის განცხადებით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი უახლოეს სტაციონარში გადაიყვანონ.

„სავარაუდოდ, ძალიან ცუდად განვითარდება მოვლენები. სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ ადამიანი უნდა დარჩეს ან არ დარჩეს ცოცხალი. ის დასკვნა, რომელიც საჯაროა, რომელიც მოიცავს მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელიც მას დანიშნული აქვს, გახლავთ ისეთი სამი მედიკამენტი, რომელიც სრულიად ნონსენსია. ორი ცალი წნევის დამწევი საშუალება იმის ფონზე, რომ ადამიანი ყოველ წუთს გონებას კარგავს, რადგან წნევა დაბლა უვარდება, ფეხზე წამოდგომას თან სდევს წნევის უეცარი ვარდნები და გონების კარგვები, ამის ფონზე აძლევენ ორი ტიპის წნევის დამწევს. ადამიანი ვერ იკვებება და აქვს წონის კარგვა ბოლო თვის განმავლობაში რვა კილოს ოდენობით. ამ დროს მას ეძლევა მედფორმინი, ეს არის საყოველთაოდ ცნობილი პრეპარატი რომელიც ინიშნება ჭარბწონიანებში, ვისაც მადის დათრგუნვა სჭირდება. მოცემულ სიტუაციაში რომ ეს წამალი აქვს დანიშნული, არ ვიცი ამას რა ჰქვია. საზღვარგარეთ ის არ არის ახლა ტრანსპორტაბელური, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში, ცაში რა განვითარდება არავინ იცის. ჩვენ ვითხოვთ, რომ ის სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი უახლოეს სტაციონარში სასიცოცხლო ჩვენებით, რომ გადარჩეს“, – განაცხადა ექიმმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა