ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

იზრუნეთ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე-ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

ნახვები: 705 იზრუნეთ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე-ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, იზრუნოს „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე.

პალამარის განცხადებით, რუსებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს დანაპირები და არ დაუშვეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რომლებიც „აზოვსტალის“ სარდაფში იმალებიან. პალამარის თქმით, მესამე დღეა, მტერი შეიჭრა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც მძიმე, სისხლიანი ბრძოლები გრძელდება.

„მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ და პირადად მივმართავთ უმაღლეს მთავარსარდალს, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით იღუპებიან არასათანადო მკურნალობით. მიეცით ჯარისკაცების ცხედრების გატანის საშუალება, რათა უკრაინელები დაემშვიდობონ თავიანთ გმირებს. სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას, როდესაც მტერი არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმებს, კონვენციებსა თუ კანონებს, ანადგურებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ, ხელმძღვანელობს ყველაფრის დასაშვებობით და დაუსჯელობით!“, – აცხადებს სვიატოსლავ პალამარი მიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა