კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ზელენსკი - არ შეიძლება, ერთი ხელით შემოიღო სანქციები და მეორეთი ხელი მოაწერო ახალ კონტრაქტებს

ნახვები: 542 ზელენსკი - არ შეიძლება, ერთი ხელით შემოიღო სანქციები და მეორეთი ხელი მოაწერო ახალ კონტრაქტებს

თქვენ თუ რუსეთისთვის ენერგომატარებლების საფასურის გადახდას განაგრძობთ, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, რუსული ჯარები როდის გადაკვეთენ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტისადმი (Chatham House) ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ნებისმიერ ნაბიჯში, მათ შორის სასანქციო პოლიტიკაში, გამჭვირვალობა და პატიოსნებაა საჭირო.

„არ უნდა იყოთ ოდნავ ბოროტი და ოდნავ კეთილი. მარჯვენა ხელით სანქციების დაწესება, ხოლო მარცხენა ხელით რუსეთთან ახალი კონტრაქტების გაფორმება, ეს ნამდვილად არ ჯდება ომის პირობებში. ეს ფარისევლობაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ენერგეტიკიდან დღეში ერთ მილიარდ აშშ დოლარს შოულობს.

„თამაში საჭირო არაა. თუ გესმით, რომ ამ ენერგომატარებლების გარეშე ვერ იცხოვრებთ, თქვით, რომ ამას ორ თვეში შეძლებთ, დაეთანხმეთ. საჭირო არ არის ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის გაკეთება, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ერთიანი ევროკავშირის მნიშვნელობა, ეს არის ფრაზა „ევროკავშირი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ შემოღების შემდეგ მათი განახლება აღარ იყოს საჭირო. თუ მიიღება გადაწყვეტილება Swift-ის სისტემიდან გათიშვის თაობაზე, მაშინ ის რუსეთის ფედერაციის მთელ საბანკო სისტემაზე უნდა იყოს გამოყენებული.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სასანქციო პოლიტიკისთვის. ამასთან, მისი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პრევენციულად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას რუსული ენერგომატარებლების სრული ემბარგოს თაობაზე.

„ყველასთვის რთული იქნება, მაგრამ ყველა ევროპული ოჯახი იქნება ცოცხალი. ჩვენგან განსხვავებით. მაგრამ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი თუ ამას არ გააკეთებს, ისინი მოგვიანებით გაიგებენ, როდესაც რუსული ჯარები თქვენს საზღვრებზე იქნება. როდესაც პირველი რაკეტა გაფრინდება, როგორც ეს ჩვენთან იყო, მიხვდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეტაპობრივად ყველას მიმართ მუქარის განხორციელებაზე.

„როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გერმანიამდე მივაღწევთ, ეს მათი მოსაზრებებია, მათ ოცნებები. როდესაც ევროკავშირი დასუსტდება და, ღმერთმა არ ქნას, უკრაინა დაეცემა, გერმანიაში მოვლენ. წლების საკითხია. მათი თაობები ამისთვის საინფორმაციო პოლიტიკით იქნება მზად და მერწმუნეთ, მათ ყველა სამარცხვინო ნაბიჯს გაამართლებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა