ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ვიხილე ძლიერი პასუხი რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება - დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

ნახვები: 709 ვიხილე ძლიერი პასუხი რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება - დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

მე ვიხილე ძლიერი პასუხი ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები მუშაობენ მჭიდროდ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და უკრაინას ჰქონდეთ მტკიცე კავშირი და ურთიერთობები, რათა ასეთ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში ყველა ევროპულმა ქვეყანამ ერთად იმუშაოს.

„მე რაც ვიხილე, იყო ძლიერი პასუხი ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები მუშაობენ მჭიდროდ, რათა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს სანქციების არიდება. მე ასევე ვიცი, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ საბაჟო სამსახურთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს სავაჭრო სანქციების არიდება. რაც უკვე ვთქვი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ მისცეს საკუთარ თავს უფლება, იქცეს ადგილად, სადაც სანქციებისთვის თავის არიდება შესაძლებელია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას ჰქონდეთ მტკიცე კავშირი და ურთიერთობები, რადგან ასეთ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ევროპაში ომი წამოიწყო, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ევროპულმა ქვეყანამ ერთად იმუშაოს, რათა გადალახონ ეს შეჭრა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბრიტანეთის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა