ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

უკრაინელ ჟურნალისტებს პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცათ

ნახვები: 520 უკრაინელ ჟურნალისტებს პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცათ

ჟურნალისტებს უკრაინიდან გადაეცათ პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო რუსეთის ინტერვენციის გაშუქებისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამგვარად, პულიცერის საბჭომ პატივი მიაგო უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას მოკლულ 12 ჟურნალისტს.

„პულიცერის პრემიის საბჭო მოხარულია, გადასცეს სპეციალური ჯილდო ჟურნალისტებს უკრაინიდან მათი სიმამაცისთვის, სიმტკიცისთვის და მათ ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის უმოწყალო შეჭრისა და რუსეთში მისი პროპაგანდისტული ომისა და მართალი გაშუქების ერთგულებისთვის“, – განაცხადა პრემიის ადმინისტრატორმა მარჯორი მილერმა.

„დაბომბვის, გატაცებების, ოკუპაციის და მათ რიგებში სიკვდილის მიუხედავადაც კი, ისინი აგრძელებენ თავიანთ მცდელობას, რომ წარმოადგინონ საშინელი რეალობის ზუსტი სურათი“, – აღნიშნულია პულიცერის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭოს გადაწყვეტილებით, პულიცერის სამი პრემია გადაეცა ამერიკულ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“, ერთი ჯილდო მიიღო „ვაშინგტონ პოსტმა“ დონალ ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის გაშუქებისთვის. სააგენტო „როიტერს“ პულიცერის პრემია მხატვრული ფოტოგრაფიის კატეგორიაში გადაეცა, ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისთვის.

პულიცერის პრიზი აშშ-ის ჟურნალისტიკის სფეროში ყველაზე საპატიო ჯილდოა, რომელიც 1917 წლიდან გადაეცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა