ირაკლი ღარიბაშვილი: „ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება““
ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

აშშ-ის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

ნახვები: 702 აშშ-ის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

რუსეთის სამთვიანი ომი უკრაინაში „ოდნავ ჩიხშია“ და როგორც ჩანს, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა სენატში მოსმენისას განაცხადეს.

„რუსები არ იგებენ, უკრაინელები არ იგებენ და ჩვენ აქ ოდნავ ჩიხში ვართ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ომში 8-დან 10-მდე რუსი გენერალი დაიღუპა. სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვება დონბასის რეგიონში უკრაინის აღმოსავლეთში ომი შესაძლოა, არ დაასრულოს.

„ჩვენი შეფასებით პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის, რომლის დროსაც ის კვლავ აპირებს დონბასის მიღმა არსებული მიზნების მიღწევას. რეალობის გათვალისწინებით, პუტინი აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ვიაროთ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად ესკალაციური ტრაექტორიით“, – განაცხადა ჰეინსმა.

სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს უფროსი სკოტ ბერიერი პუტინის მხრიდან ტაქტიკური ტიპის ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ამჟამად ამის მოლოდინი არ არის“.

ევრილ ჰეინსის განცხადებით კი, სადაზვერვო საზოგადოებას სჯერა, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ იგი რუსეთის სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღიქვამს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა