თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

კონგრესმენებთან შეხვედრაზე მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 610 კონგრესმენებთან შეხვედრაზე მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა-ლევან დავითაშვილი

აშშ-ის კონგრესში, ჩვენს მეგობარ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს, იყო ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მადლობას ვუხდით კონგრესმენებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერის აქტში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კონგრესმენებთან, დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრები ვიცე-პრემიერის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მათში ასევე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი მონაწილეობდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა იმ პირობებში, როდესაც რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და აქ საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის კონგრესი და კონგრესმენები ყველა ფორმატში მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონგრესმენებთან შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

უწყების ცნობით, საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

„ამ მხრივ, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ-ს შორის“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, კონგრესი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი. მისივე თქმით, კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს.

„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა, რომელიც ძალიან მჭიდროდ და ალბათ ყველაზე მაღალ დონეზეა ჩვენ ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს იმისთვის, რომ თანამშრომლობა, რომელიც დღეს წარმატებით მიმდინარეობს, კიდევ უფრო შედეგიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა