„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia
Svyrydenko: 25 companies join Ukraine's private air defense initiative

რუსეთის დუმამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე უარის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

18.05.2022 ნახვები: 674

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უარს იტყვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე. საუბარია 2022 წლის 16 მარტის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში წამოწყებული ომის გამო ევროპის საბჭოდან გარიცხეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ ფორმით რუსეთი ცდილობს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 30-მდე დადგენილებისა და 18 200-ზე მეტი ჯერ კიდევ განუხილველი რუსული საქმეების იგნორირებას, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებებიც სტრასბურგში უნდა მიიღონ. მათ შორისაა რუსებისა და სხვა განმცხადებლების მიმართვები, მათ შორის სახელმწიფოთაშორისი მიმართვები უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან.

თუმცა, კონვენციის დენონსაციის პროცედურა საშუალებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანაზე ყველა იმ დარღვევის შესახებ, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება და რომლებიც რუსეთის მიერ 2022 წლის 16 სექტემბრამდეა ჩადენილი. სასამართლო შეძლებს, განიხილოს ისინი ნებისმიერ დროს, რუსეთის ევროპის საბჭოდან გასვლის შემდეგ და რუსეთი ვალდებული იქნება, შეასრულოს ისინი. კანონპროექტები რუსეთის უარის შესახებ, შეასრულოს ეს ვალდებულებები, უკვე ერთ კვირაში შეიძლება, მიიღონ. სწორედ ეს დროა განსაზღვრული მეორე მოსმენამდე დოკუმენტში ცვლილებების შესატანად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა