კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ომის მიუხედავად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ დაჩქარდება

ნახვები: 543 ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ომის მიუხედავად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ დაჩქარდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ომის მიუხედავად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ დაჩქარდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის ლიდერმა განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს. მისი თქმით, უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არ იქნებოდა სამართლიანი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც ასევე მიისწრაფიან ევროკავშირის წევრობისკენ.

„ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობისკენ არ არის მოკლე გზები ასევე არის სამართლიანობის იმპერატივი დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ, წლების განმავლობაში ისინი ატარებენ ინტენსიურ რეფორმებს და ემზადებიან გაწევრიანებისთვის. მათ წინაშე ჩვენი დაპირებების შესრულება არ არის მხოლოდ ჩვენს მიმართ ნდობის საკითხი. დღეს, როგორც არასდროს, მათი ინტეგრაცია ასევე არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესი. საქმე ეხება არა მხოლოდ ამ რეგიონის უსაფრთხოებას, სადაც გავლენისთვის იბრძვიან გარე ძალები, მათ შორის რუსეთი, საქმე ეხება ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას, რომელიც შეუძლებელია სტაბილური ევროპული დასავლეთ ბალკანეთის გარეშე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, ათობით წელი დასჭირდეს. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება გერმანიის კანცლერიც. ოლაფ შოლცი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ევროკავშირის სოლიდარობის ფონდი ომის შემდგომ უკრაინის აღსადგენად.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ემანუელ მაკრონი მართალია, როდესაც მიუთითებს, რომ გაწევრიანების პროცესი არ არის რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის საკითხი. სწორედ ამიტომ,. ჩვენ გვინდა ახლა უკრაინის სწრაფად და პრაგმატულ მხარდაჭერაზე ფოკუსირება“, – განაცხადა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა