ადვოკატი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო
War update: 237 combat engagements on front line over past day
ADF neutralizes 97 of 119 Russian drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,260 over past day
G7 leaders agree to increase air defense deliveries to Ukraine
Ukraine's efforts pay off on all fronts – Costa
Trump willing to pressure Russia if G7 allies help with Iran – Politico

გერმანია უნგრეთის გარეშე რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარს დაუჭერს

23.05.2022 ნახვები: 596

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს.

ჰაბეკმა თქვა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ჰაბეკმა უნგრეთი გააფრთხილა არ უგულებელყოს ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

"სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა გამოსავალი არსებობს. მე ველი, რომ ყველა, მათ შორის უნგრეთი, საერთო გამოსავალზე იმუშავებს.

თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ 26 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნგრეთის გარეშე ამ გზის არჩევას აპირებს, მე მხარს დავუჭერ. მაგრამ ევროკავშირისგან ეს შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა,” - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია. კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის ნავთობის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარია საჭირო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა