თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის-ვახტანგ გომელაური

ნახვები: 610 ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის-ვახტანგ გომელაური

ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის, მადლობა საქართველოს ერთგული სამსახურისთვის, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„პოლიციელებო, მინდა, საქართველოს ერთგული სამსახურისთვის ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ პოლიციელის დღეს. თითოეულ აქ მყოფ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. მადლობას გიხდით ღირსეული, მაღალპროფესიული და თავდაუზოგავი შრომისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელია წარმოდგენილი, ხოლო მათი ათასობით კოლეგა ამ წუთებშიც განაგრძობს მოქალაქეების დაცვას.

„მთელი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის. უახლეს ისტორიაში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი ყოველთვის დგას ჩვენი პოლიცია. დღეს აქ საქართველოს პოლიცია წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელით, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. ისინი ამ წუთებშიც განაგრძობენ ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ებრძვიან დანაშაულს, აკონტროლებენ საზღვრებს, ებრძვიან ხანძრებს და ზრუნავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა