MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ომმა რადიკალურად შეცვალა რეგიონში ვითარება,-სვენ მიკსერი

ნახვები: 539 ომმა რადიკალურად შეცვალა რეგიონში ვითარება,-სვენ მიკსერი

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განვიხილეთ უსაფრთხოების ვითარება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შედეგები, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე ომით, რომელიც გავლენას ახდენს არამარტო მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე, არამედ მთელ გეოგრაფიულ რეგიონზე საქართველოს გარშემო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიკსერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო მაღალი პრიორიტეტის მქონე საკითხი, რომელიც დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს.

მიკსერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, რომელზეც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადი იქნება განხილული.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა, რომელზედაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის განაცხადის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყნის შიგნით და ის საჭიროებები, რაც პოლარიზაციის შემცირებისთვის არის საჭირო, რათა ყველა პოლიტიკურმა აქტორმა იმუშაოს ერთად კონსტრუქციულად, რათა დაწინაურდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის ლეგიტიმური მისწრაფებების მიმართულებით, რომელსაც იზიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. ასე რომ, პოლიტიკოსებმა უნდა დაივიწყონ საკუთარი ანტაგონიზმი და იპოვონ სახელმწიფოებრიობა ამ მიზნებზე სამუშაოდ. მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს სხვადასხვა სპეციფიკური მოთხოვნებით. ევროკავშირმა საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ დონეზე გამოხატა საკუთარი მოლოდინები მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია შეთანხმებაში, რომლის მედიაცია და ხელშეწყობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განახორციელა. აქ წარმოდგენილია, თუ რა უნდა გაკეთდეს, რაც მოითხოვს კონსტრუქციულ თანამშრომლობას აქტორებს შორის. უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ომმა რადიკალურად შეცვალა რეგიონში ვითარება და ვფიქრობ, სწორედ ეს არის ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებაზე. სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნებოდა მხოლოდ ინდივიდუალურ რეფორმებზე, ტექნიკურ მოთხოვნებზე. მაგრამ ესეც დამატებითი პოლიტიკური ფაქტორია“,- განაცხადა სვენ მიკსერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა