Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

26 მაისს, პარლამენტის ფასადზე, შეიძლება ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვას დროშები-ზურაბიშვილი

03.06.2022 ნახვები: 525

ჩვენ ვართ ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა, უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანამ, ხალხმა უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

„არ შეიძლება ამ ქვეყნის მიმართ მთლიანად სოლიდარული არ ვიყოთ, რომელიც დღეს არის იმავე პირობებში უფრო ხანგრძლივად, რომელშიც ჩვენ ვიყავით. უკრაინამ მსოფლიოს ბრძოლის, შემართების, თანმიმდევრობისა და გამძლეობის დიდი მაგალითი უჩვენა. ამას ქართველები რომ უყურებენ, აფასებენ. არავინ გვთხოვს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ გვევალება მორალური სოლიდარობა.

ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ვართ ალბათ ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა? ასევე, მგონია, რომ 26 მაისს, დღეს, რომელიც ევროინტეგრაციის ეგიდის ქვეშ იყო ჩატარებული, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული დროშა, ქართული დროშა, შეიძლება ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვას დროშა. უკრაინა არის მთავარი დღევანდელი მიზეზი რატომაც არის ეს პროცესი აჩქარებული, ალბათ ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს.

„არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს ომის პარტია, თუ პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ უკრაინასთან მორალურად სოლიდარული.

ჩვენ რატომღაც საჭიროდ ვთვლით უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რაზეც არ არის მოთხოვნა ჩვენთან დაკავშირებით. არ მესმის, ეს რატომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინსწრებით რაღაცებს ვაცხადებდეთ? ჩვენზე დამატებითი სანქციების მოთხოვნა არ არის. არ არის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მეორე ფრონტის გახსნაზე. ჩვენი მეგობრებიდან, არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. არ მგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვის. ვიცით, რომ მეორე ფრონტის გახსნის არც საშუალება და არც სურვილი არ გვაქვს, რადგან ჩვენ სხვა პოლიტიკა გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, არ არის საჭირო ამ თემით მანიპულირება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა