ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

არჩილ თალაკვაძე - ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე გულშემატკივრობენ ყველაზე ანტიევროპულ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“

07.06.2022 ნახვები: 623

ორი ევროპარლამენტარი – ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი იუკნევიჩიენე საქართველოში უკვე წლებია, გულშემატკივრობენ ყველაზე ანტიევროპულ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, მათი განცხადებები არ უნდა გავაიგივოთ ევროპარლამენტის და ევროკავშირის საერთო პოზიციასთან.

„გუშინ, როდესაც მათ ეს განცხადებები გააკეთეს, პრაქტიკულად პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს მოსახლეობას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ სამოქმედოდ, ეს არის ჩვენს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირეულ პრინციპებსა და ფუნდამენტურ ღირებულებებს. ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა გააკეთეს საერთო განცხადება, სადაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს ორი ადამიანი სრულიად საპირისპირო განცხადებით გამოვიდა. იმავე დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას არ უკვირს ამ ადამიანების განცხადებები. ისინი მხარს უჭერენ საქართველოში ყველაზე ანტიევროპულ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ბრალდებული, მსჯავრდებული და პოლიტიკურად პასუხისმგებელი იყო ყველა ევროპული ღირებულების ფეხქვეშ გათელვაში, მაშინ ეს ადამიანები არ გვინახავს, გამოსულიყვნენ და გაეკეთებინათ განცხადებები სააკაშვილის წინააღმდეგ. დღეს ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე გამოჰყავთ, როგორც მსხვერპლი. ეს არის რეალობის გადაკეთების მცდელობა და ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა