მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

გამოვდივართ მოწოდებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის დაუყოვნებლივ გაიხსნას წვდომა-რიტის პაულასკასი

09.06.2022 ნახვები: 584

გაერო-ში ლიეტუვას წარმომადგენლის რიტის პაულასკასის განცხადებით, საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რაც უკვე 14 წელია, გრძელდება. მისივე თქმთ, რუსეთი აგრძელებს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც მან აიღო ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმებით. 

აღნიშნულის შესახებ რიტის პაულასკასმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაულასკასმა აღნიშნული განცხადება გააკეთა – დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ნორვეგიის, შევდეთის და ლიეტუვის სახელით. ამავე განცხადებას შეურთდნენ ბულგარეთი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკდედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უკრაინა.

„ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა დავადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რაც უკვე 14 წელია გრძელდება. სავალალოა, რომ რუსეთი აგრძელებს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც მან აიღო ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმებით. რუსეთს კვალავაც ჰყავს სამხედროები განთავსებული საქართველოს მიწაზე. მეტიც არალეგალური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა აფხაზეთში 2022 წლის მარტში და ასევე არალეგალური ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში 2022 წლის აპრილში. ეს კი წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დარღვევას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სიტუაციის გაუარესების ფაქტებით. ეს ის რეგიონებია, რომელებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს. გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. არის გატაცებისა და თვითნებური უკანონო დაკავების შემთხვევები. უპრეცედენტოდ არის შეზღუდული ადამიანების გადაადგილების თავისუფლება. მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, ხოლო განათლების მიღება მშობლიურ ენაზე შეზღუდულია, რაც მიუღებელია. ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირს კვლავაც ჩამორთმეული აქვს უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად, საკუთარი ნებით დაბრუნდნენ საკუთარი სახლებში და აღიდგინონ საკუთრების უფლება. უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს შეზღუდული აქვთ წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა რიტის პაულასკასმნა.

რიტის პაულასკასის განცხადებით, აღნიშნულ რეგიონებში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას წვდომა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისისთვის, ასევე სხვა ჰუმანიტარულ და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.

„ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისისთვის, ასევე სხვა ჰუმანიტარულ და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის დაუყოვნებლივ გაიხსნას წვდომა ამ რეგიონებში. გასულ წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი საეტაპო განაჩენი საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორების ეფექტურ კონტროლს, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზეა ჩადენილი, მათ შორის მოქალაქეების მკვლელობაზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვაზე. რუსეთის მიერ ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულებებს ვხედავთ დღეს უკრაინაში. ამ დანაშაულებებზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა პაულასკასმნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა