თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირლანდიაში საქართველოს ელჩი - ირლანდია სწორად აფასებს ჩვენს რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

ნახვები: 610 ირლანდიაში საქართველოს ელჩი - ირლანდია სწორად აფასებს ჩვენს რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

ირლანდიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, ირლანდია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მასში საქართველოს გაწევრიანებას. მისივე თქმით, სწორედ ამის დასტურად მიიღო გუშინ ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას გიორგი ზურაბაშვილმა განუცხადა, იმედოვნებს, გადაწყვეტილება სასიკეთო იქნება და ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„ირლანდია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მასში საქართველოს გაწევრიანებას. ამის დასტურად ირლანდიის პარლამენტმა მიიღო არაერთი მხარდამჭერი რეზოლუცია, გუშინ სენატმა მიიღო კიდევ ერთი საქართველოსადმი მხარდამჭერი რეზოლუცია, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ რეფორმებს, ასოცირების ხელშეკრულების ჩატარებულ უზარმაზარ სამუშაოებს. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ამ რეზოლუციაში არის ასახული, ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც დღეს სუფევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მეგობარი ქვეყანა, როგორიც არის ირლანდია, სწორად აფასებს ჩვენს რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი. ვიმედოვნებთ, ივნისის გადაწყვეტილება იქნება სასიკეთო და სტატუსს მოგვანიჭებენ“, – განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა