საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ადგილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე, მის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე ორკესტრირებულ თავდასხმას-საქართველოს პირველი არხის განცხადება

ნახვები: 645 ადგილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე, მის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე ორკესტრირებულ თავდასხმას-საქართველოს პირველი არხის განცხადება

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ადგილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე, მის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე ორკესტრირებულ თავდასხმას.

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი თავისუფალი და ნეიტრალური სარედაქციო პოლიტიკა არის თითოეული ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის უდიდესი მონაპოვარი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე.

დაფინანსების არსებული ფორმა იძლევა მყარ გარანტიას, რომ ორგანიზაცია იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან თუ ოპოზიციისგან.

„კარგად გვესმის, რომ ბოლო პერიოდში მოპოვებული და არაერთი საერთაშორისო კვლევით გამყარებული ნეიტრალური სტატუსი ორგანიზაციის მიმართ ინტერესს ზრდის და ამძაფრებს პოლიტიკოსების სურვილს, დაიქვემდებარონ თავიანთი კონტროლის ქვეშ, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ: პირველი არხი ყოველთვის იქნება არა პოლიტიკური ელიტის, არამედ საზოგადოების სამსახურში, ის აღარასოდეს გახდება არცერთი პოლიტიკური ძალისთვის მხარე, რადგან დაგროვებული გამოცდილება აქ დასაქმებულ ადამიანებს არ მისცემს იმავე შეცდომის დაშვების უფლებას“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა