კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას და ჩაერთოს პუნქტების შესრულების პროცესში, ჩემი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესში ერთვება-ლევან იოსელიანი

ნახვები: 543 ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას და ჩაერთოს პუნქტების შესრულების პროცესში, ჩემი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესში ერთვება-ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, თავისი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და ჩაერთოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პუნქტების შესასრულებლად დაწყებულ პროცესში.

როგორც იოსელიანი ამბობს, მისი ინფორმაციით, ამ პროცესში ერთვება სახალხო დამცველის აპარატი.

„რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები როცა გამოდიან, ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციის მოსაწყობად გამოდიან. საპროტესტო აქციაზე იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, იქ იყვნენ ძირითადად ქალები, ბავშვები და როგორ წარმოგიდგენიათ, სადმე შესავარდნად იყვნენ გამოსული? – ხალხი გამოვიდა, რომ ხელისუფლებისთვის ნათელი გზავნილი გაეგზავნათ, რომ პროდასავლური კურსიდან გადახვევას არ აპატიებს, ამ ქვეყნის არჩევანია ევროპა და ხელისუფლებამ, ოპოზიციამ უნდა იმუშაონ 12 პუნქტის განხორციელებაზე.

ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, თავისი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და ჩაერთოს ამ პროცესში. ეს არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიერ ინიცირებული დღის წესრიგი, ეს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი, სადაც წერია, რომ ოპოზიცია პროცესში უნდა მონაწილეობდეს. ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა ხდება სასამართლოში, ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. რა უფრო მნიშვნელოვანია, რას იტყვის „ქართული ოცნება“, თუ არსებობს თუ არა რეალური მზაობა რეფორმების განსახორციელებლად. „ქართული ოცნების“ არ მჯერა-მეთქი, რომ ვთქვა, სახლში წავიდე და ეს ზაფხული ძალიან კარგად დავისვენო, პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება? – ერთი ადამიანი 12 ჯგუფში ვერ ვიქნები და ამას სჭირდება ოპოზიციიდან რესურსი.

ჩემი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესში ერთვება. სწორია, უნდა ჩაერთოს და საზოგადოებას ვაჩვენოთ, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“, რეფორმები გაატაროს. ხალხი რომ მკითხავს, რა გავაკეთე 12 პუნქტის შესასრულებლად, პასუხი უნდა მქონდეს – სად, რა დავაყენე. გავიტან თუ არა, მთავარია, ჩემი მანდატის ფარგლებში უნდა ვიმუშაო. ჩემი მანდატის ფარგლებაში მოქმედებას ასე ვხედავ. ვინმე თუ მიიჩნევს, რომ უნდა ჰქონდეს მანდატი, ისარგებლოს პრივილეგიით, მაგრამ ამ შენობაში არ უნდა შემოვიდეს, კარგად დაისვენოს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციები ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განმსაზღვრელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა