მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას-რასა იუკნევიჩიენე

13.07.2022 ნახვები: 588

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. განვითარებული მოვლენები, რომელიც ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების წლიური ანგარიშის განხილვაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია.

„ქვეყანა, საქართველო, მე ვიტყოდი, რომ ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, მე მათ დავეხმარები მათ ამის გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციასსწრორედ ეს სჭირდება საქართველოს მოსახლეობას, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის ტყვეობაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ევროპარლამენტში მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, სადაც სანქციებია ნახსენები და არ შეწყვიტოთ ამაზე ფიქრი. ასევე, ყურადღებას ვაქცევ ევროკომისიას და სხვა ინსტიტუტებს ჩვენს რეზოლუციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, რომ იყოს გათავისუფლებული და თავისუფალი, ღიად ვიტყოდი, კრემლის მსგავსი პოლიტიკოსებისგან. ეს ძალიან ეხმარება კრემლს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისგან შორს იყოს სამომავლოდ. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეები თავისით ცდილობენ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციების ორგანიზებას. მე ვხედავ ძალიან პოზიტიურ და ოპტიმისტურ მცდელობებს ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისგან და ვფიქრობ, რომ ისინი შეასრულებენ საკუთარ სამუშაოს და ჩვენ ყველა ერთად შევიყვანთ ამ ხალხს ევროკავშირის ოჯახში ჩემ სიცოცხლეში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა