Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

ნახვები: 567 ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - წერს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც, ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკოს განცხადებით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა