ეროვნული ბიბლიოტეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ჯამბულათ ხოფერიას შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს.
"გუშინ უკრაინაში დაცემული ქართველი გმირის, ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის პირველი მფლობელი, სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი, მეცხრეკლასელი დავით ჭყონია გამოვავლინეთ. გუშინვე შევიტყვე, რომ ჯამბულათის მამა, არჩილი ომში წავიდა. დიდება გმირებს!" , - წერს კეკელიძე