ფაშინიანი: ახალ კონსტიტუციას მივიღებთ და აზერბაიჯანთან შეუქცევად მშვიდობას დავამყარებთ
ნიკოლოზ ჯავახიშვილი: შეწყალება არ მითხოვია – ციხეში არავინ ვართ საჭირო, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება
პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ექვსმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა
მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky

ფაშინიანი: ახალ კონსტიტუციას მივიღებთ და აზერბაიჯანთან შეუქცევად მშვიდობას დავამყარებთ

ნახვები: 229 ფაშინიანი: ახალ კონსტიტუციას მივიღებთ და აზერბაიჯანთან შეუქცევად მშვიდობას დავამყარებთ

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს, მის რატიფიცირებას მოახდენს და ორ ქვეყანას შორის მტკიცე, შეუქცევად მშვიდობას დაამყარებს. ამის შესახებ მან ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„ამ საკითხში სასწორზე ვდებ ჩემს, როგორც პოლიტიკოსისა და ადამიანის მიმართ არსებულ მთელ ნდობას და მთელ ჩემს მორალურ ავტორიტეტს და ვაცხადებ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ ხელს მოვაწერთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას და მოვახდენთ მის რატიფიცირებას, არამედ დავამყარებთ ინსტიტუციურ, მტკიცე და შეუქცევად მშვიდობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი შეფასებით, ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რადგან სომხეთს ექნება როგორც მშვიდობა და დამოუკიდებლობა, ისე საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაცვის მყარი გარანტიები.

„ჩვენი მიზანია, სომხეთის რესპუბლიკა მიწაში ამოთხრილი სანგრიდან მშვიდობის გზაჯვარედინად ვაქციოთ – ქვეყნად, რომელსაც ასევე ეყოლება არმია, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლება სახელმწიფო საზღვრებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ხელშეუხებლობის დაცვა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა