ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!
ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის
საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა, ზოგან ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
მამუკა ხაზარაძე - გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს
Russia’s combat casualties in Ukraine up by 1,060 in past day
Nearly 20 Russian drones downed on approach to Kyiv
Russian missile carrier on combat duty off Crimea coast
Man detained over apparent attempt on Trump

ივანიშვილის ვაჟის რუსული პასპორტი და ვილა მოსკოვში

23.09.2023 ნახვები: 400

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - აღმოჩენილია, უტა ივანიშვილის შვილის მოქმედი რუსული პასპორტი. "ტვ პირველის" გამომძიებლების ხელშია, მტკიცებულებაც, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი მოსკოვში, მილიონიანი ვილას ფლობს. 

ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა 2023 წლის 25 აგვისტოს, "ქართუ ბანკის" მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული შემოწმების დოკუმენტში ირწმუნებიან, რომ მათი მფლობელი, უტა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქეა. 

"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული დოკუმენტები კი სულ სხვა რეალობას ადასტურებს - რუსულ პირად საქმეში, სისტემა აჩვენებს, რომ უტა ივანიშვილის პასპორტი, რომელიც 2012 წლის 19 ოქტომბერს აიღო, მოქმედია. უტა ივანიშვილის რუსული ნაციონალური პასპორტი კიდევ 14 წელის განმავლობაში იქნება ძალაში.

რატომ ინარჩუნებს ოლიგარქის უფროსი ვაჟი საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეობას? - რუსული ოპოზიციის სტაჟიანი ლიდერი, რომელიც სპეცსამსახურების მოქმედების ტაქტიკას წლების განმავლობაში სწავლობდა, ამბობს, რომ შვილებისთვის შენარჩუნებული რუსეთის მოქალაქეობით ივანიშვილი პუტინის რეჟიმის წინაშე ერთგულების დემონსტრირებას ახდენს. 

კონსტანტინე ბარავოი დარწმუნებულია, რომ 2011 წელს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის განცხადება რუსეთის მოქალაქეობის დათმობის შესახებ ბლეფი იყო და ამ სპექტაკლის დადგმაში პრორუსს ოლიგარქს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა, რომლის ინტერესშიც ნებისმიერ ფასად ივანიშვილის გამარჯვება შედიოდა - ამიტომ  გასცეს სადემონსტრაციო ცნობა, რომ ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე აღარ იყო.

რაც შეეხება უტა ივანიშვილის პასპორტს, ის რუსეთში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეობაც მაშინ მიიღო, თუმცა ახლა რუსული პასპორტის ფლობა ივანიშვილის ოჯახის განაცხადია, რადგან უტა ივანიშვილმა რუსეთის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ახალი ვადით, მაშინ აღო როცა ოცნების დამფუძნებელს 2012 წლის არჩევნები უკვე მოგებული ჰქონდა.  

ბოლოს, "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დრომდე ფლობს  შვილის საშუალებით ქონებას რუსეთში. უტა ივანიშვილის პირად საქმეში რეგისტრაციის ადგილად მოსკოვში მდებარე სოკოლის უბანია მითითებული - სავროსოვის ქუჩის 11 ნომერი. 

"შაბათის ეთერის" მიერ სახლის მფლობელთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის სახელზე რეგისტრირებული ქონების მონაცემები 2015 წლის 24 სექტემბერს განაახლეს. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრის პოსტიდან უკვე გადამდგარი  იყო და არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" ხელმძღვანელობდა. 
მფლობელმა დოკუმენტებში სახლის ღირებულება დააკონკრეტა -  ჩაწერა რომ 4 სართულიანი სახლი  71 მილიონ 260 ათასი რუბლი ღირს.

ეს არის 4 სართულიანი აგურის სახლი რომლის მშენებლობა 1970 წელს დასრულდა. საერთო ფართით კი 614 კვადრატული მეტრია. 

ბიძინა ივანიშვილის მინიმუმ ორი ვაჟი რუსეთის მოქალაქეა - უტა და ბერა ივანიშვილები. უსაფრთხოების ექსპერტებს უჭირთ ახსნათ თუ არა მჭიდრო კავშირები რუსეთთან რაში სჭირდება ქართველ ოლიგარქს შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნება. 

 

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა