საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
US urges Russia to give Europe a seat at the table in Ukraine peace talks – Politico
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world

ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მიღების შანსი 2008 წელს ხელიდან გაუშვა

ნახვები: 617 ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მიღების შანსი 2008 წელს ხელიდან გაუშვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად“ უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი ევროკავშირსა და ნატო-ში მის გაწევრიანებას არასდროს მიიღებს.

„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა რუკაზე არის იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივა არის ის, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიას. რუსეთი ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს მიიღებს მის საზღვრებთან ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“, - აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მისი თქმით, 2008 წელს მართლაც შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მიღება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და „ამასთან ერთად ხელიდან იქნა გაშვებული ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მომავალი პერსპექტივებიც“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა