Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

„საქსტატი“ - იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.1%-ით ნაკლებია

ნახვები: 977 „საქსტატი“ - იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.1%-ით ნაკლებია

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 763.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„საქსტატის“ განმარტებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (189.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (106.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (68.2 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 126.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 82.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, 50.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.3 პროცენტი).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა