პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

Edison: 13-პუნქტიანი სხვაობა ეგზიტპოლსა და შედეგებს შორის მანიპულაციებზე მიანიშნებს

ნახვები: 553 Edison: 13-პუნქტიანი სხვაობა ეგზიტპოლსა და შედეგებს შორის მანიპულაციებზე მიანიშნებს

ამერიკული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ი, რომელმაც ეგზიტპოლი ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა, აცხადებს, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლსა და ოფიციალურ შედეგებს შორის განსხვავება კენჭისყრის მანიპულაციაზე მიუთითებს.

ორგანიზაცია დეტალურად აღწერს კვლევის მეთოდს და აღნიშნავს, რომ "13-პუნქტიანი სხვაობა Edison-ის ეგზიტპოლსა და ქართული ოცნების ოფიციალურ შედეგებს შორის [54%], ვერ აიხსნება მხოლოდ სტანდარტული ვარიაციით და ადგილობრივ დონეზე ხმებით მანიპულაციებზე მიანიშნებს".

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, Edison Research-მა 26 ოქტომბერს ჩატარებული ეგზიტპოლის ანალიზი დაასრულა. Edison Research-ში ამბობენ, რომ ეს განხილვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაჩნდა ბრალდებები, იმის თაობაზე, რომ შედეგების ფალსიფიკაციამ არჩევნებზე გავლენა იქონია და საკვანძო ფაქტორი იყო.

კომპანიამ დეტალური ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებიდან გადახრა ფართომასშტაბიანი, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევი რეგიონებში იყო.

"Edison Research-ი საქართველოში ეგზიტპოლებს 2012 წლიდან ატარებს. ყველა წინა ეგზიტპოლი, რომელიც Edison-ის მიერ იყო ჩატარებული ზუსტად ემთხვეოდა ოფიციალურ შედეგებს, სადაც ქართული ოცნება იმარჯვებდა. 2024 წლამდე ჩატარებულ 5 ეგზიტპოლში ქართული ოცნების შედეგებთან სხვაობა საშუალოდ 2%-მდე იყო. თუმცა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგით, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ 54% აიღო - ანუ 13 პუნქტით მეტი, ვიდრე Edison-ის ეგზიტპოლში.

Edison-ის ვიცეპრეზიდენტის რობ ფარბმანის განცხადებით, 13-პუნქტიანი სხვაობა Edison-ის ეგზიტპოლსა და ქართული ოცნების ოფიციალურ შედეგებს შორის [54%], ვერ აიხსნება მხოლოდ სტანდარტული ვარიაციით და ადგილობრივ დონეზე ხმებით მანიპულაციებზე მიანიშნებს.

Edison-ის ანალიზმა აჩვენა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებიდან გადახვევა ფართოდ გავრცელებული იყო, მაგრამ მეტწილად გამოხატული კონკრეტულ საარჩევნო ადგილებზე, სოფლებში. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მანიპულირება ხდებოდა საარჩევნო უბნების დონეზე.

26 ოქტომბრის ეგზიტპოლის დროს, ხარისხის კონტროლის ზომებმა გამოავლინა საარჩევნო უბნები სტატისტიკური ნორმებიდან მნიშვნელოვანი გადახრებით.

Edison-მა ასევე ჩაატარა 12 კვლევა 2023-2024 წლებში. კვლევებმა აჩვენა, რომ ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნებთან შედარებით 10 პუნქტით ნაკლებ ხმას აგროვებდა. ნაცვლად ამისა, ქართულმა ოცნებამ 2020 წლის შედეგებს 6 პუნქტით გაუსწრო", - წერია განცხადებაში.

ფორმულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა