Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ანდრო გოცირიძე: საიდან მოდის ის გაბოროტება... ვინა ხარ შენ, აბელ არავიძევ...

ნახვები: 1391 ანდრო გოცირიძე: საიდან მოდის ის გაბოროტება... ვინა ხარ შენ, აბელ არავიძევ...

"- მორალური პრინციპები თანდათან გამიქრა. ჩემთვის აღარ არსებობს განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის. მზად ვარ ყველას ყველაფერი მივუტევო და ყოველგვარი სიბილწე გავამართლო. მზად ვარ ადამიანს მივუტევო დასმენა, ვერაგობა, სიცრუე, აშკარა ტყუილი და სხვა ამგვარი სულმდაბლური მოქმედება

- მაშ ქრისტე ყოფილხარ, შვილო ჩემო და რა გაქვს სამდურავი?"

ცუდი რამეა ფსიქოლოგია. მათემატიკური სიზუსტით ხსნის ყველა მოქმედებას, უმოქმედობას, ემოციას. იმიტომაც ასწავლიან ფსიქოლოგებს მათემატიკას. ბიზნესშიც და სპეცსამსახურებშიც იმიტომ უყვართ "მათემატიკოსები".

მარტივი ახსნა აქვს, რატომ ურტყამს ექსპერიმენტში ადამიანი მეორეს წინასწარ შეცნობით დენის სასიკვდილო დოზას, როდესაც მას მისთვის, ერთი შეხედვით, არაფერი დაუშავებია.

საიდან მოდის ის გაბოროტება, ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს რომ ლანძღავენ, ქალებს რომ აგინებენ განსაკუთრებით, წაქცეულს წიხლს რომ ურტყამენ და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან?

გუშინ ცნობა გავრცელდა: ანწუხელიძის მკვლელი და მწამებელი გაუსტუმრებიათ უკრაინელებს გაღმა. ხოდა ზიხარ, ვერ ამჟღავნებ სიხარულს და ბოროტდები, რადგან "ერთგულების" საბუთად პირველი ღამის უფლებას გთხოვენ. შეიძლება, არც არავის უთხოვია, მაგრამ პროაქტიულად გამოგივიდა ასე. ამ დროს ანწუხელიძის არქეტიპი იქცევა უკვე შენ მტრად: იმან სიცოცხლე გაწირა სხვისი შვილისთვის და შენ პირიქით, სხვისი და საკუთარი შვილიც "გაგეწირვინება" კომფორტის, "რეპუტაციის" გულისთვის. (იქნებ ზელენსკიც ამიტომ გვძულს? ომის დაწყებასაც ამიტომ ვაბრალებთ საკუთარ თავს?).

ქრისტესმიერი სიყვარულით ეგ ვერ აიხსნება, სიკვდილი როგორ უნდა გაგიხარდეს კაცსო, რადგან ვარლამის არ იყოს, ქრისტე არ ხარ, არც ბუდა და "ვის ატყუებ შე გლახა, მე ხომ ვიცი, ვინმე რომ გადაგეღობოს, ისე გადათელავ და გადაჯეგავ, უკან არ მოიხედავ, და თუ ვინმემ სილა გაგაწნა, მეორე ლოყას კი არ მიუშვერ, ისეთს გლიჯავ, ყბას ჩამოუღებ", ვერც ალუდას კაცთმოყვარეობას მოიშველიებ, სხვა რამეა იქ, სულის მოსვენების უფლებას აძლევს მოკლულ მტერს მსოფლიოს ყველა კუთხის წარმართებისგან გასხვავებით და მუცალიც იგივეს იზამდა, სავარაუდოდ (ოკეანიის აბორიგენებიც და ჩრდილოამერიკული ტომებიც იმიტომ აჭრიდნენ სხეულის ნაწილს ან ასრულებდნენ რიტუალურ ცეკვას, რომ მტერი იმ ქვეყნადაც გაენადგურებინათ). იტყოდა კაცი, აგამემნონივით დიდი მიზნისთვის ვწირავო შვილს, მაგრამ მაგას განათლება უნდა და თანაც, არც აგამემნონია მაინცდამაინც მისაბაძი გმირი მაგ ისტორიაში.

ჰოდა, ანწუხელიძე, ქალი ევროკავშირის დროშით, გამომწყვდეული ბიჭები, მზია ამაღლობელი, პროტესტზე ხელმომწერი საჯარო მოხელე, ათასობით სხვა ადამიანი იქცა პირად მტრად და უნდა გაილანძღონ, იმიტომ, რომ თუ ასეთიც შეიძლება იყოს ადამიანი, მაშინ? და ქალი თუა "ანწუხელიძე", ხომ სულ დაგვექცა ოჯახი?

"ვინა ხარ შენ, აბელ არავიძევ, რისთვის ცხოვრობ, რა აზრი აქვს შენს არსებობას?"

 

ანდრო გოცირიძე 

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა