დღეს, 2026 წლის 12 იანვარს, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისა და გაცვლის წესებს ცვლის. "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აკონკრეტებს იმ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო ქონების გადაცემა აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გახდება შესაძლებელი.
ახალი წესების მიხედვით, მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისოს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვილი ინვესტიციებია:
დადგენილების მიხედვით, გარდა მსხვილი ბიზნესისა, პრივატიზების ეს ფორმა გამოყენებული იქნება სოციალური მიზნებისთვისაც:
დოკუმენტი ასევე განმარტავს სახელმწიფო ქონების გაცვლის (ე.წ. ბარტერის) წესს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში:
დადგენილება სრულად ფუნქციონირებადი 2026 წლის 12 იანვრიდან გახდება. მანამდე კი, პრივატიზების პროცესი ძველი რეგულაციებით გაგრძელდება. ცვლილებები ეფუძნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 2025 წლის ნოემბერში შესულ შესწორებებს.
სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის ცვლილებაზე ირაკლი კობახიძემ პირველად გასული წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკა მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა და "უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე". უკვე 8 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრივატიზაციის პირობები ზუსტად კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრება. სწორედ ეს ცვლილებები შევა ძალაში მომავალ კვირას.