Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

ნახვები: 405 საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულა. შეხვედრა ქომაგებით სავსე ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე გაიმართა, ძალიან, ძალიან დაძაბული გამოდგა და ქართველების  გამარჯვებით დასრულდა – 91:89.

 

ესპანეთის მაღალი კლასის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, ამას დავუმატოთ მაქსიმალური მობილიზება. მათ ხომ კარგად მოეხსენებოდათ, რომ ჯგუფიდან ქულების მაქსიმუმით გასვლა მსოფლიო ჩემპიონატთან ძალიან მიაახლოვებდა. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს ქულები გადაჰყვებათ.

ცხადია, კიდევ უფრო ფასეული იყო ამ მატჩის მოგება საქართველოსთვის – თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით (კაპიტანმა, ფაქტობრივად, შეუცვლელად, 44:31 წუთი ითამაშა) გუნდმა მართლაც ბოლომდე იბრძოლა. პირველ მეოთხედში 14:32 ჩამორჩა, მეორე პერიოდში ესპანელები 22 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2:27 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა 76:79. მარკიზ რიდმა კი წუთით ადრე სამიანით ანგარიში გაათანაბრა – 81:81. 23 წამით ადრე კი შეუჩერებელმა თორნიკე შენგელიამ საქართველო პირველად დააწინაურა – 83:81. ბოლო წამებზე ჰაიმე პრადილამ ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

 

ოვერტაიმში ესპანეთი ხუთი ქულით დაწინაურდა, თუმცა კვლავ შენგელია და 89:88 (დასრულებამდე 1:33 წუთით ადრე). ამ ჩაგდებით შენგელია 37 ქულამდე ავიდა, რაც ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების რეკორდია. მანამდე 36-36 ქულა ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს ჰქონდათ ჩაგდებული. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკიზ რიდმა, რომლს ანგარიშზეც 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა, მან პარკეტზე თითქმის 42 წუთი გაატარა.

ოვერტაიმის დასრულებამდე 19 წამი რჩებოდა, მარკის რიდმა საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა – 91:89. ეს იყო ისტორიული გამარჯვება!

ასე და ამგვარად, „ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე 3 მოგებითა და 3 წაგებით გადავიდნენ. 4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ხუთი მოგება და ერთი წაგება. დანია 0 მოგებით მომდევნო ეტაპზე ვეღარ ითამაშებს.

ჩვენი ჯგუფის ტოპ ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს დაუპირისპირდება, სადაც გამსვლელები ჯერ არ გამოვლენილან. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები აგვისტოში, ნოემბერსა და თებერვალში გაიმართება.

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა