დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია
სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ჟურნალისტს ავტომობილი და 30 000 დოლარიც ჩამოერთვა
ელისო კილაძე: ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი პერსონალური განადგურებისთვის – ბრალს არ ვაღიარებ და ბრძოლას გავაგრძელებ
Ukrainian Armed Forces hold first-ever sergeants’ forum in Kyiv
Ukraine should join NATO, must not give up territory in exchange, Estonian DM says
Fire breaks out at a petrochemical complex after attack in Russia’s Bashkortostan – media
Kyiv’s Northern and Southern Bridges remain closed as experts assess damage from Russian attack – Klitschko
One of Crimean Bridge’s arches damaged in second strike

კალასი: შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარვადგენთ

ნახვები: 574 კალასი: შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარვადგენთ

 

ევროკავშირი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გერმანულ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

კალასის თქმით, შემოდგომაზე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ სიას წარადგენს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

„ევროკავშირის სანქციები რუსეთს უკვე ძვირი დაუჯდა — მათ რუსეთის სამხედრო მანქანას 1 ტრილიონ ევროზე მეტი წაართვეს. შემოდგომაზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქციების სიას წარვადგენ. მათი მიღების შემდეგ სანქცირებული რუსული სუბიექტების საერთო რაოდენობა დაუყოვნებლივ ერთი მესამედით გაიზრდება. ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“, — განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ახალი შეზღუდვების კონკრეტული სამიზნეები და მათი ამოქმედების ზუსტი ვადები არ დაუსახელებია.

ახალი სანქციები ევროკავშირის მიერ ივლისში მიღებულ 21-ე პაკეტს მოჰყვება, რომელმაც რუსეთის საბანკო და ფინანსური სექტორი, კრიპტოვალუტის ქსელები, ენერგეტიკა, „ჩრდილოვანი ფლოტი“ და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული სუბიექტები მოიცვა.

21-ე პაკეტის ფარგლებში სანქციების სიას 218 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა. ახალი, შემოდგომისთვის დაანონსებული ზომების დამტკიცების შემთხვევაში კი სანქცირებული რუსული სუბიექტების საერთო რაოდენობა დაახლოებით ერთი მესამედით გაიზრდება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა