თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს მამაკაცი წაიქცა და გარდაიცვალა
24–26 ნოემბერს საქართველოში ძლიერი ნალექი, ქარბუქი და შტორმია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
კობახიძე: ივანიშვილი გუნდში პირველი პირია, მე – მეორე, ამიტომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ჩვენ შორის არსებობს
რომან გოცირიძე: ოქროს ფასი კატასტროფულად დაეცა – ეროვნულმა ბანკმა მილიონები დაკარგა, ოქროსა და იუანის ციებ-ცხელების უკან კი ივანიშვილის სანქციების შიში დგას
ფაშინიანი: ახალ კონსტიტუციას მივიღებთ და აზერბაიჯანთან შეუქცევად მშვიდობას დავამყარებთ
ნიკოლოზ ჯავახიშვილი: შეწყალება არ მითხოვია – ციხეში არავინ ვართ საჭირო, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება
პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ექვსმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა
მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით

2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

ნახვები: 489 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

 

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხა 29 481 აბიტურიენტი. მათგან 17 862 სწავლას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებს, ხოლო 11 619 — კერძო უნივერსიტეტებში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება 3 141-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 1 322 სახელმწიფო, ხოლო 1 819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1 528 გამოსაცდელი — 1 495 სახელმწიფო და 33 კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, ხელშეკრულების გასაფორმებლად დაუკავშირდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სწავლის უფლება მოიპოვეს. ჩარიცხვის შედეგის ნახვა შესაძლებელია ცენტრის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.

წლევანდელი სიახლეა ისიც, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული პროგრამებიც აერჩიათ.

ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს იმ აბიტურიენტების სწავლას, რომლებმაც სწავლის უფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოიპოვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა