ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

ნახვები: 326 კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

 

კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) თბილისში ოფისს ხურავს. ორგანიზაციის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც ფონდი ქვეყანაში თავისი ძირითადი მისიის შესრულებას ვეღარ ახერხებს.

ფონდის ინფორმაციით, 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ არ დააკმაყოფილა KAS-ის განაცხადები პროექტების დაფინანსების შესახებ, რომლებიც ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად იყო წარდგენილი.

ორგანიზაციის განცხადებით, საქმიანობის გასაგრძელებლად ინტენსიური ძალისხმევა განხორციელდა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდანაც, თუმცა ახალი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მუშაობის გაგრძელების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა.

„პროექტების დამტკიცება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მის მისიას. საქართველოში მხოლოდ ყოფნა, ჩვენი უშუალო მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის. შესაბამისად, ოფისის დახურვა წარმოადგენს გარდაუვალ შედეგს, რომელიც განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი საქმიანობის შეზღუდვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონრად ადენაუერის ფონდი აცხადებს, რომ საქართველოსა და ქვეყანაში თავის მრავალწლიან პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთგული რჩება.

„ის ქვეყანაში იურიდიულ პირად რეგისტრაციას ინარჩუნებს, რათა პოლიტიკური გარემოებების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – ნათქვამია KAS-ის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა