არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია

ნახვები: 226 ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსის, ჯუმბერ ბოლქვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ორივე შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრობლემაზე მიუთითებს.

მელაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ციხეებში ერთეულ შემთხვევაზე მიუთითებს თუ უფრო ფართო პრობლემაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ საქმე დაუყოვნებლივ უნდა გახდეს მიუკერძოებელი გამოძიების საგანი.

„დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურესა და არაკაცობაში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია.

მე არ ვიცი, ახლა რასაც დავითაძეები ყვებიან, ციხეებში ერთეული შემთხვევაა თუ მასობრივი მოვლენა. ჩემთვის ერთი რამ ფაქტია: რაც ავთოს და ირმა დავითაძეების, მათი შვილის თავს ხდება, თუ დაუყოვნებლივ არ გახდა თავად ოჯახის მხრიდან მაღალი ნდობის მქონე მიუკერძოებელი გამოძიების საგანი, თუკი იმ კადრებზე, რაც თავად პენიტენციურმა გაავრცელა, ხელისუფლებასვე არ ექნება მკაცრი რეაგირება და საზოგადოებისთვის ეს არ იქცევა დიდ განგაშის მიზეზად, ჩვენ კვლავ მივალთ სრულიად სასტიკ, აბსოლუტურად არაადეკვატურ რეჟიმამდე, რომლის გამართლებას „ოღონდ მიშა არ დაბრუნდეს“ და მსგავსი „არგუმენტებით“ ვერავინ შეძლებს.

ბევრჯერ დამიწერია და კიდევ ერთხელ დავწერ, უკვე ამ რეჟიმის მესვეურებისთვის: ისტორია ასეთ ამბებს არავის პატიობს და გამონაკლისი არც თქვენ იქნებით!“ – წერს მელაშვილი.

ანალიტიკოსი ასევე ეხმაურება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსის, ჯუმბერ ბოლქვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რასაც კლინიკის მედპერსონალის პროტესტი მოჰყვა.

მელაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებასაც მიმოიხილავს, რომლის თანახმად, საკითხი უკავშირდება 85 წლის პაციენტის კლინიკაში მიღებაზე უარის თქმას. როგორც მელაშვილი წერს, ექიმის განმარტებით, საავადმყოფო უკიდურესად გადატვირთული იყო, რეანიმაციაში თავისუფალი ადგილი არ ჰქონდათ და მან 112-ის ოპერატორს არაერთხელ განუმარტა, რომ მძიმე პაციენტის მიღებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა.

„კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება აუდიოჩანაწერის საფუძველზე მიიღო, სადაც ისმის, როგორ ეუბნება ოპერატორი ექიმს, რომ პაციენტის მოყვანა და დაწვენა უშუალოდ მინისტრის ბრძანება და მოთხოვნა იყო. გაღიზიანებული ექიმი პასუხობს: რადგან მინისტრის ბრძანებაა, მაშინ საავადმყოფოში კი არა, „წაიყვანეთ მინისტრთან“.

თავისთავად ცალკე სიგიჟე ის ამბავია, რომ მინისტრი გასცემს ბრძანებებს, რომელ საავადმყოფოში მიიყვანონ პაციენტი! თან 112-ის ოპერატორებიც იღებენ ამ ბრძანებას! მარტო ეს მეტყველებს, რა ტიპის მმართველობა გვაქვს ქვეყანაში! რა მინისტრის საქმეა, რომელიც თან ექიმიც კი არ არის, შეაფასოს, რა მკურნალობა სჭირდება პაციენტს და აქედან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს, რომელ კლინიკაში უმკურნალონ მას?!“ – წერს მელაშვილი.

მისივე შეფასებით, ძალაუფლება ხშირად ცვლის ადამიანებს, რომელთაც მანამდე წლების განმავლობაში იცნობდა და ასეთ ადამიანად, მისი აზრით, მიხეილ სარჯველაძეც იქცა.

„ზოგადად, მე ვერასდროს ვერ ვიგებდი, რას უშვებოდა ძალაუფლება ოდესღაც ნორმალურ ადამიანებს, რომლებსაც მრავალი წელი ვიცნობდი. საუბედუროდ, ერთ-ერთ ასეთ ადამიანად იქცა მიშა სარჯველაძეც, რომელმაც ასე გადაწყვიტა აჩვენოს, ვინ არის აქ უფროსი და უდანაშაულო ექიმი გააშვებინა საავადმყოფოდან“, – აცხადებს მელაშვილი.

მისი შეფასებით, გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ექიმის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, თუმცა ორივე ერთი და იმავე პრობლემის გამოვლინებაა.

„ჩვენ გვყავს დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი და ძალაუფლებით გაზულუქებული პატარა კაცების ხელისუფლება, რომლებიც თანამდებობრივ მდგომარეობას ადამიანების დაჩაგვრის და საკუთარი უზარმაზარი ეგოს დაკმაყოფილების მიზნით ასე იყენებენ.

კიდევ ერთხელ დავწერ, არავის შერჩენია ასეთი რამ და არც სარჯველაძე იქნება გამონაკლისი, არც ახლანდელი იუსტიციის მინისტრი და არც პენიტენციური სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ამ სისასტიკეს და უზნეობას ჩადიან! შეხედეთ, წინა, იმის წინა და ახლანდელი ხელისუფლებების რამდენ მაღალჩინოსანს მოუწია მრავალწლიანი პატიმრობები და უზარმაზარი თანხების გადახდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რამდენი საერთოდ გაქცეულია ამ ქვეყნიდან! არსებობს რამე მაგალითი, რომელიც უტვინოებს ჭკუას ასწავლის?“ – წერს მელაშვილი.

ამასთან, ანალიტიკოსი სახალხო დამცველის რეაქციასაც მწვავედ აკრიტიკებს.

„ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო ომბუდსმენის რეაქციებია ამ ამბებზე. ეს აბსოლუტურად ემპათიადაკარგული, თავის თავზე შეყვარებული, საკუთარი სიდიადის კომპლექსით შეპყრობილი კაცი ისტორიაში შევა, როგორც ამ თანამდებობაზე ყველაზე სამარცხვინო მოვლენა!“ – წერს ირაკლი მელაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა