Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine
Zelensky: Strike on Yandex data center was a mirror response to Russia's actions
Ukrainian negotiating team to meet Witkoff, Kushner in US on Oct 9
ეროვნული ბანკის საბჭო ნანა ყეინიშვილის სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ნატო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს — იტალიაში ბირთვული წვრთნები 13 ოქტომბერს დაიწყება

ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა

ნახვები: 210 ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეფასებას, რომლის თანახმადაც უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების მცდელობები ჩიხში შევიდა. ზელენსკის განცხადებით, არსებული ვითარება არა დიპლომატიური შესაძლებლობების ამოწურვით, არამედ რუსეთზე საკმარისი ზეწოლის განსახორციელებლად პოლიტიკური ნების ნაკლებობით არის განპირობებული.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ქალაქ პრილუკიში ისაუბრა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

ზელენსკიმ გააკრიტიკა რუსეთის მიმართ აშშ-ის მიდგომა და აღნიშნა, რომ მოსკოვთან სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვა და, იმავდროულად, დიპლომატიური პროცესის ჩიხში შესვლაზე საუბარი ურთიერთგამომრიცხავია.

„არ შეიძლება, ერთი მხრივ, რუსებს სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე ელაპარაკებოდე და, მეორე მხრივ, ამბობდე, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ. არ ვართ დიპლომატიურ ჩიხში. ჩაკეტეთ მათი მთელი ეკონომიკა. პირი გაუკერეთ რუსეთს. ნუ კვებავთ მათ თქვენი მიყიდვებით. უბრალოდ სანქციები დაუწესეთ მათ შეიარაღებას. გახსენით „სტარლინკი“ ჩვენთვის, უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა და უკრაინას საჰაერო სივრცის დაცვასა და უპირატესობის მოპოვებაში დაეხმაროს.

მისი თქმით, აშშ-მა ირანთან დაპირისპირების დროს შესაბამისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამოიყენა, რამაც, ზელენსკის შეფასებით, ისრაელს ირანის საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვებაში შეუწყო ხელი.

„როდესაც გჭირდებათ, ეს მუშაობს. მათთვის უკრაინის დახმარება არაფერი არ ღირს. ღიად ვამბობ: მოგვეცით შესაძლებლობა, დაგვეხმარეთ ცის დაცვასა და უპირატესობის მოპოვებაში. შედეგად პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს დაკარგავს. ორ-სამ თვეში ყველაფერს დაკარგავს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ დროთა განმავლობაში ჩინეთმა შესაძლოა შესაბამისი ტექნოლოგიური ალტერნატივა შექმნას და რუსეთს გადასცეს.

„ჩვენ კი ველოდებით, როდის ექნებათ ჩინელებს ამის ანალოგი და რუსებს გადასცემენ. მაშინ სად არის სიმართლე, სად არის პატიოსნება? რა ჩიხი? ეს ჩიხი არ არის, ეს ნების ნაკლებობაა“, – აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვა და უკრაინის სამხედრო პოზიციების გაძლიერება მოსკოვს რეალურ მოლაპარაკებებზე წასვლას აიძულებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა