ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ნატო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს — იტალიაში ბირთვული წვრთნები 13 ოქტომბერს დაიწყება

ნახვები: 218 ნატო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს — იტალიაში ბირთვული წვრთნები 13 ოქტომბერს დაიწყება
ნატო რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობს და აცხადებს, რომ იტალიაში დაგეგმილი ყოველწლიური ბირთვული წვრთნები მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ალიანსის განცხადებით, წვრთნები Steadfast Noon 13-23 ოქტომბერს გაიმართება და მასში ნატო-ს წევრი 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სწავლების მიზანია ბირთვულ ოპერაციებთან დაკავშირებული მზადყოფნისა და უსაფრთხოების მექანიზმების შემოწმება.

Politico-ს ცნობით, წლევანდელი წვრთნები ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე ტარდება. დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა აგვისტოში, როდესაც ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის მახლობლად სამხედრო სწავლება ჩაატარეს, რასაც მოსკოვსა და ნატო-ს შორის მწვავე წერილობითი კომუნიკაცია მოჰყვა.

ნატო-ს ბირთვული პოლიტიკის დირექტორის, ნასიმა ბაროუსის განცხადებით, Steadfast Noon რეგულარული სწავლებაა და მისი ჩატარება არ უნდა გახდეს არასწორი შეფასებებისა თუ დამატებითი დაპირისპირების მიზეზი.

„ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ. ეს ასევე მკაფიო გზავნილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა რუსეთი, რომ არ არის საჭირო ნერვიულობა; ეს პროგნოზირებადია და არ არსებობს არასწორი გათვლების საფუძველი. მისი მიზანი, არსებითად, ჩვენი მოკავშირე ძალების გაწვრთნაა, რათა მზად ვიყოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი ბირთვული შესაძლებლობების უსაფრთხოება“, – განაცხადა ბაროუსმა.

გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს წინა სამხედრო წვრთნების შემდეგ რუსეთმა ალიანსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოკავშირე სახელმწიფოების ტერიტორიებზე დარტყმის შესაძლებლობით დაიმუქრა და ბირთვული არსენალის გამოყენებაც ახსენა. აღნიშნული მუქარა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გასულ კვირას საჯაროდ დაგმო.

ამასთან, ევროპული სახელმწიფოები რუსეთს კონტინენტის მასშტაბით საბოტაჟისა და ჰიბრიდული თავდასხმების გააქტიურებაში ადანაშაულებენ, რაც უსაფრთხოების სფეროში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს.

ნატო-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც Politico-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, აღნიშნა, რომ ალიანსის მიზანი ვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

„ჩვენი მიზანია, სიტუაცია მშვიდად შევინარჩუნოთ. რუსი ოფიციალური პირები განუწყვეტლივ ამძაფრებენ დაძაბულობის ფონს, ჩვენ კი ვეცდებით, სიტუაცია განვმუხტოთ“, – განაცხადა მან.

ნატო-ს ბირთვული ოპერაციების ხელმძღვანელის, აშშ-ის პოლკოვნიკ დევიდ ბულის განმარტებით, წლევანდელ სწავლებაში მონაწილეთა რაოდენობა წინა წლების მაჩვენებლების მსგავსია. პროგრამა ითვალისწინებს როგორც განგაშის იმიტირებულ გამოცხადებას, ისე რეალური ფრენების შესრულებას.

ბულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნების ფარგლებში რეალური ბირთვული იარაღის გამოყენება არ იგეგმება.

ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, სწავლება თავდაცვითი მზადყოფნის შენარჩუნებას ემსახურება და მისი რეგულარული ხასიათი რუსეთისთვისაც ცნობილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა