უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

ნახვები: 227 უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურის სამ ობიექტს შეუტიეს, რომლებიც რაკეტების შექმნასა და ექსპლუატაციასთან, ასევე სარაკეტო საწვავის წარმოებასთან არიან დაკავშირებული. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, ერთ-ერთი სამიზნე ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე ვ. პ. ბარმინის სახელობის სასტარტო კომპლექსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იყო. აღნიშნული დაწესებულება სააქციო საზოგადოება „სახმელეთო კოსმოსური ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციის ცენტრის“ (ЦЭНКИ) ფილიალია.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ცენტრი დაკავებულია რაკეტების სასტარტო კომპლექსების, საწვავით შევსების აღჭურვილობისა და მართვის სისტემების შემუშავებით, ტექნიკური მომსახურებითა და ექსპლუატაციით.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა განახორციელეს ტვერის ოლქშიც, დასახლება რედკინოს მახლობლად მდებარე ექსპერიმენტულ ქარხანაზე.

უკრაინული მხარის განცხადებით, საწარმო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო ჯაჭვის ნაწილია და აწარმოებს „დეცილინ-მ“-ის საწვავის კომპონენტებს, რომლებიც Kh-55 და Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტებისთვის გამოიყენება. ქარხანა ასევე აწარმოებს დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის დანამატებს და საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.

გარდა ამისა, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, იერიში მიიტანეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, დასახლება სუროვატიხას მახლობლად მდებარე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის ცენტრზე.

„მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობების შესუსტების მიზნით, დარტყმა განხორციელდა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის ცენტრზე“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

უკრაინული მხარის განმარტებით, აღნიშნული ოპერაციების მიზანი რუსეთის სარაკეტო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო წარმოების შესაძლებლობების შესუსტებაა.

დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბი და ობიექტების შემდგომი ფუნქციონირების მდგომარეობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

ინფორმაციას უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით UNIAN ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა