პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
US urges Russia to give Europe a seat at the table in Ukraine peace talks – Politico
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world
Ukraine to receive USD 400M worth of weapons soon, Pentagon confirms – Sienik
German government explains conditions under which Merz willing to speak with Putin
DIU examines new Russian Geran-5 K5-K drone: Nearly 100 foreign components, most of them American
Trump hopes to meet Xi and Putin at APEC summit in China

ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი

ნახვები: 751 ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს.

ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ამასთან, „ნაცმოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციამ 21 პირი დააკავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა