თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

ახალი არჩევნები არის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს-გიგა ბოკერია

23.06.2022 ნახვები: 437

საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც დააპირებს ხვალ ან ზეგ ისევ საუბარს, რომ ამ რეჟიმთან ერთად შესაძლებელია არსებითი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ პარლამენტში მთავრობის მიერ ანგარიშის წარდგენისას გამოჩნდა, რომ „არათუ რამის შეცვლას აპირებენ, რომ მომავალი გადაარჩინონ, არამედ ეს მათთვის ხელსაყრელი ვითარებაა“.

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, არჩევნები არის ერთადერთი, რაც საქართველოს ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს. ბოკერიამ მოქალაქეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ განსაკუთრებით ამაზრზენი ფორმით წარმოდგა ჩვენ წინაშე ივანიშვილის რეჟიმი. ის, რაც საზოგადოებამ ნახა საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, იყო არა მარტო ამ რეჟიმის სახე, არამედ განაცხადი, რომ დღევანდელ ვითარებას, ჩვენს საფრთხეს – ხელიდან გავუშვათ თავისუფალ სამყაროში დაბრუნების ისტორიული შანსი, ეს რეჟიმი, ივანიშვილი და მისი მთავრობა, ამაზრზენი და სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა ღარიბაშვილი განიხილავენ, როგორც საკუთარი  ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას.

პირდაპირ გვითხრეს, არათუ რამის შეცვლას აპირებენ, რომ მომავალი გადაარჩინონ, რომელსაც თავადვე შეუქმნეს საფრთხე გარე მტერთან ერთად – არა, ეს არის ვითარებაა, რაც მათთვის ხელსაყრელია. მათ უნდათ, საზოგადოებას ოპონენტების უძალობა აჩვენონ, რადგან გასულია ზღვრიდან, თუნდაც მწვავე დისკუსიის რომელიმე ინსტიტუტის ფარგლებში. ხაზს ვუსვამ, არ ვსაუბრობ პარლამენტიდან გასვლის საკითხზე, ეს ჩავლილი მატარებელია. ვგულისხმობ დამოკიდებულებაზე, რომელიც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამ რეჟიმის მიმართ. გუშინდელ ფონზე, ერთადერთი რისკენაც მოვუწოდებთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და მე, როგორც მოქალაქე, არის ის, რომ გავერთიანდეთ ერთადერთ ამოცანაში – ამ რეჟიმის, როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან. რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს. სწორედ ამისკენ შემოერთებაში უნდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს. ამის მიღწევას სჭირდება აქტიური მოქალაქეების დიდი რაოდენობა, არა ერთი და ორი აქცია, არამედ კარგა ხანი მზაობა რეჟიმის მშვიდობიანი პროტესტით რყევისთვის. ერთადერთი ვითარება, როდესაც ამ რეჟიმთან და ივანიშვილთან საჭირო იქნება კომუნიკაცია, ესაა, როდესაც ვითარება გადატეხილი იქნება და ისინი იქნებიან ზღვარზე, შეგუებული, რომ ძალაუფლება უნდა დათმონ. მხოლოდ ასე შეიძლება საუბარი, რათა ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზიანოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილების გარეშე. ყველა ილუზია იმ ადამიანების, ვინც საზოგადოებას ეუბნება, რომ შესაძლებელია, რაღაც ტრანსფორმაცია,  საკუთარი თავის ან საზოგადოების მოტყუებაა. ამიტომ შემოუერთდით იმ გზავნილს, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება – ამ რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოცილებას, ახალ არჩევნებს და ახალ, ლიბერალურ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ღირსებაზე, ჩვენი ევროპული იდენტობის დაბრუნებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შექმნას.

საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც ხვალ ან ზეგ ისევ დააპირებს საუბარს, რომ ამ რეჟიმთან ერთად შესაძლებელია არსებითი ნაბიჯების გადადგმა. ესაა იმ ტიპის გზავნილი, რაც ასეთ უტიფარ რეჟიმებს მხოლოდ აძლიერებს. გუშინ ღარიბაშვილის ამოცანა იყო ერთადერთი, ეჩვენებინა, რომ ოპონენტები, აქედან გამომდინარე, საზოგადოება არის უძალო. მას შეუძლია, გვითხრას, რომ ფეხებზე ჰკიდია და ეს გაუვა. მოვისმინე კითხვები ქუჩაში, როგორ იტანდით გუშინ ამასო, მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად არ ვართ ამ პროცესის ნაწილი. ამას საზოგადოებამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა