სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ჩეხეთის პრემიერი - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზი არ იქნება

ნახვები: 690 ჩეხეთის პრემიერი - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზი არ იქნება

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზი არ იქნება, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეშვიდე პაკეტს მოსკოვის წინააღმდეგ, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ის არ შეზღუდავს რუსული გაზის იმპორტს, რადგან ძალიან ბევრი წევრი ქვეყანა ვერ ახერხებს საკმარისად სწრაფად კორექტირებას.

ევროკავშირის ახალი სანქციებით აიკრძალება ოქროს იმპორტი, გაფართოვდება ორმაგი დანიშნულების საქონლის სია, რომლის ექსპორტი აკრძალულია რუსეთში და სანქციები დაუწესდება ფიზიკურ პირებს.

„რა თქმა უნდა, პრობლემურია სანქციებში ენერგეტიკის ჩართვა, რადგან დაცული უნდა იყოს წესი, რომ სანქციებმა რუსეთზე უფრო დიდი გავლენა უნდა მოახდინოს, ვიდრე სანქციების დამწესებელ ქვეყნებზე. მე ვფიქრობ, რომ იქ არ უნდა იყოს გაზი, რადგან რამდენიმე ქვეყანა რუსულ გაზზეა დამოკიდებული“, – თქვა პეტრ ფიალამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა