მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის

ნახვები: 479 ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ლინდსი გრემის კანონპროექტის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მისი დახმარებით რუსეთის ომის დასრულება ზამთრამდე მოხერხდება. პრეზიდენტებმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

„მადლობა თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის და ორპარტიული მხარდაჭერისთვის, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს „ლინდსი გრემის კანონპროექტს“. დიდი მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს, ამ ომს დავასრულებთ და პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება ამ ომის დამთავრებაში. ვფიქრობ, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ, უმჯობესია, ზამთრამდე. ასე რომ, ბევრ სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე არაერთი საუბარი გაიმართა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

„ვფიქრობ, მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და არ მინდა იმის თქმა, თუ რა შეთანხმებაა. ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან, და ვფიქრობ, რაღაც მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელების საბრძოლო შესაძლებლობებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ საკუთარი თავით სიამაყის საფუძველი აქვთ.

„ისინი ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან. შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ, იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება. ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ხალხია, დიდი შესაძლებლობების ხელმძღვანელობაა“, - თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპი რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის დარტყმებსაც შეეხო. მისი შეფასებით, ამ თავდასხმებმა რუსეთს სერიოზული ზიანი მიაყენა და დიზელის საწვავის ფასის ზრდაზეც იმოქმედა.

„ეს დიდი დარტყმაა რუსებისთვის. ეს ასევე დიდი დარტყმაა დიზელის საწვავის ფასზე. მისი ფასი საკმაოდ გაიზარდა. ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის, უდავოდ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა