სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ნედ პრაისი - ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ნახვები: 682 ნედ პრაისი - ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივის სტატუსი და ასევე წარუდგინა რეფორმების საგზაო რუკა, რომლებიც შესრულებულ უნდა იქნას, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებაში“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, „რათა დაასრულოს ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთლიანად რეგიონისთვის“.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უხეში ოკუპაციის მშვიდობიანი გზებით დასრულების მცდელობის მხარდაჭერას“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა