სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ვიმედოვნებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება-მეუფე შიო მუჯირი

ნახვები: 682 ვიმედოვნებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება-მეუფე შიო მუჯირი

საპატრიარქოში კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადესთან შეხვედრაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

როგორც შეხვედრაზე მეუფე შიომ აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება.

„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ახსენა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოითხოვს გამხილვას და მე მისი ლოცვა-კურთხევით ძალიან მოკლედ შევეხები. ეს არის თემა, რომელზეც ადრეც იყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობს საკმაო რაოდენობით ქართველობა და საკითხი ეხება ეპარქიის გახსნას, საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნას, რომლის შესახებაც ჩვენ გვინდოდა დღეს საუბარი და ასევე დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსს, რომლის გარშემოც, როგორც იცით, წარმოიქმნა სერიოზული სირთულეები. იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, თქვენი ღვაწლით, თქვენი დიდი მეგობრობის წყალობით, ეს საკითხები მშვიდობიანად და ღვთის წყალობით მოგვარდება“, – განაცხადა მეუფე შიომ შეხვედრაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა