სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ნიკა სიმონიშვილი - ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბრონ ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით

ნახვები: 690 ნიკა სიმონიშვილი - ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბრონ ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველამ ერთად იმუშაოს.

მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველებს ერთად მუშაობას სთხოვს.

„რა თქმა უნდა“, იმის ფონზე, რაც ჩვენ გვინახავს, ხელისუფლებასთან მიმართებით ნდობა დაბალია და ამას ღიადაც ვაფიქსირებდით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ნდობა მაღალი არ ჰქონდეს ან უნდობლობა იყოს, ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს და აქ ვინმეს ნდობა არნდობაზე არ არის საუბარი. წლის ბოლომდე გეგმა გვაქვს შესასრულებელი და ეს გეგმა თუ არ შევასრულეთ, ქვეყანამ შესაძლოა, ისტორიული შანსი დაკარგოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორედ ერთად მუშაობა. ხელისუფლებას თუ რაღაცის გაკეთება არ სურს და ნდობა დაბალია, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ვიყოთ და ხელისუფლებას მუდმივად შევახსენოთ, რა აქვს გასაკეთებელი და ამ პროცესში მარტო არ დავტოვოთ.

წინა შეხვედრაზე პარასკევსაც დავაფიქსირე  ჩემი კრიტიკა პარალელურ პროცესებთან მიმართებით და ვთქვი, რომ შესაძლოა, ოპოზიციას აინტერესებდეს ცალკე ჩვენ მოგვისმინოს, თუმცა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები გადაიკვეთოს ერთ წერტილში. ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბრონ ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით – ეს არის ის ინკლუზიური პროცესი, რომელსაც გვთხოვს ევროკავშირი. შესაძლოა, დღეს ეს პროცესები ერთიანად ვერ მიდის, თუმცა საბოლოო ჯამში ეს უნდა მივიდეს მაინც ერთი გადაკვეთის წერტილამდე, რადგან ეს არის ის, რასაც ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება და გვთხოვს. ეს 12 რეკომენდაციაშიც ძალიან ცხადად ჩანს“, – განაცხადა ნიკა სვიმონიშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დღეიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა