Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ევროკავშირის წევრი გახდება-ილია დარჩიაშვილი

ნახვები: 517 ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ევროკავშირის წევრი გახდება-ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და იგი ევროკავშირის წევრი გახდება. ეს გახლავთ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის და იმ მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დარჩიაშვილმა პიტერ სიაარტოს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

უწყების ცნობით, მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა