სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ჯო ბაიდენი - აშშ მზად არის, რუსეთთან აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე

ნახვები: 685 ჯო ბაიდენი - აშშ მზად არის, რუსეთთან აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე

აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან ოპერატიულად აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს, როდესაც მას 2026 წელს ვადა ამოეწურება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის წინ გაავრცელა.

თუმცა, როგორც ბაიდენი აღნიშნავს, მოლაპარაკებებს სჭირდება კეთილსინდისიერი პარტნიორი. განცხადების თანახმად, რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ უკრაინაში შეარყია მშვიდობა ევროპაში და განაგრძობს თავდასხმას საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე.

„ამ კონტექსტში რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის, განაახლოს აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მუშაობა. ჩინეთს, როგორც ბირთვულ სახელმწიფოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება ​მოლაპარაკებებში ჩართვის პასუხისმგებლობა, რაც შეამცირებს არასწორი გათვლების რისკს და აღმოფხვრის მადესტაბილიზებელ სამხედრო დინამიკას“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება ხუთი წლით 2021 წელს გაახანგრძლივეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა