Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე
„TV პირველის“ ახალი დირექტორი ლევან ჯორბენაძე იქნება, არხზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოც შეიქმნა
მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

ბექა ოდიშარია - აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, პარტნიორობას, მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს

ნახვები: 677 ბექა ოდიშარია - აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, პარტნიორობას, მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს

აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, პარტნიორობას, მეგობრობას ხელს ვერაფერი და ვერავინ შეუშლის ვერც ერთი ინდივიდი, ვერც ერთი ადამიანი და ვერც პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბქ ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, საქართველო გამოკვეთილად პროდასავლური სახელმწიფოა, ხოლო ამ გზაზე აშშ არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი.

„რაც შეეხება რადიკალური, ოპოზიციური ძალების ქცევას და იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში ვითარდებოდა, ეს კითხვებს ბადებდა და ბადებს ახლაც. ამას ყველაფერს გაეცემა პასუხი. ვფიქრობ, დროის ამბავია, საიდან მოდის, რანაირად მოდის. ჩემი ყოფილი თანაფრაქციელები, მაგრამ ჩვენი მეგობრები, აფიქსირებენ საკუთარ აზრს. აფიქსირებენ იმ აზრს, რომელიც მათ მიაჩნიათ მართებულად. მე რომ ასეთნაირად ვაყენებდე საკითხს და ასეთი რაკურსით მსურდეს საუბარი, მაშინ ვიქნებოდი მათთან ერთად და არა იქ, სადაც ახლა გახლავართ. ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, ხდება ნებისმიერი, მცირე თუ დიდი პარტიის განხილვის საგანი, მით უმეტეს მმართველი გუნდის წიაღში ასეთი ტიპის განცხადებები ყოფილი თანაპარტიელებისგან იქნება ბუნებრივად განხილვის საგანი და ამისგან ნუ შევქმნით ახლა რაღაც მესამე მსოფლიო ომს, რომელიც ისედაც მიმდინარეობს აგერ შუაგულ ევროპაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა